გაკვეთილის გეგმა
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი V1
|
მასწავლებელი
|
ლალი წიქარიშვილი
|
თემა
|
რ.ინანიშვილის ,,მუხა“
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
24 მოსწავლე
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე
|
არ არის
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები/შედეგები
|
-მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და კონკრეტული საკითხების გააზრებისათვის იყენებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს;
-გამოთქვამენ ვარაუდებს, ამოიცნობენ პერსონაჟთა თვისებებს, აფასებენ მათ საქციელს, ავსებენ ვიზუალურ სქემებს;
-ავლენენ დამოუკიდებელ აზროვნებას;
-ამყარებენ კავშირს პირად გამოცდილებასთან;
-მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატივისცემა ხეების მიმართ;
-მოერიდებიან მოხუცებისა და დაბერებული არსებებისადმი უდიერ, შეუბრალებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობას;
- გაუჩნდებათ პოზიტიური, მზრუნველობითი დამოკიდებულება დაბერებულთა (მცენარეები, ცხოველები, ადამიანები) მიმართ.
კი
|
კავშირი ესგ - სთან
|
ქართ.დაწყ.(II.)6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა,გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/დეტალების გათვალისწინებით.
· ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე.
ქართ.დაწყ.(II).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა;
· განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
· გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ, ცდილობს ნათქვამის დასაბუთებას ტექსტის მონაცემებზე დაყრდნობით;
· ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
|
გამოყენებული მეთოდები/აქტივობები
|
· ვარაუდების გამოთქმა;
პაუზებით კითხვა;
ხმამაღალი კითხვა;
ჩუმი კითხვა;
კითხვა-პასუხი;
დისკუსია (სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით);
· ,,სიტყვის კედელი“(ლექსიკური ერთეულების წინასწარ გაცნობა);
დ დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე;
|
მუშაობის ფორმა
|
· საერთო-საკლასო;
ინდივიდუალური;
წყვილური;
|
რესურსები
|
· სახელმძღვანელო;
კომპიუტერი;
· ცარცი / დაფა;
ვიზუალური სქემები: ,,მოთხრობის რუკა“ ,,პერსონაჟის რუკა“
პოსტერი ,,კითხვის დროს დაუსვი შენს თავს შეკითხვები“
,,შეკითხვების ყუთი“
,,გასასვლელი ბარათები“
· სამუშაო ფურცლები სხვადასხვა სქემებით;
https://www.youtube.com/watch?v=X81JbXOZ04A
შეფასების რუბრიკა;
გამოსაძახებელი ჩხირები;
· შუქნიშნები;
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხების შემდეგ, მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც ფლიფჩარტზეა ჩამოწერილი-1წთ;
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან რა როლი აკისრია ბუნებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
- შეკითხვების დასმა მხატვრული/თხრობითი ნაწარმოების გასააზრებლად
- ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტი
I. ფაზა
1.აქტივობა: მოტივაცია -5წთ;
· გინანიათ თუ არა თქვენი საქციელი?
· გქონიათ თუ არა დანაშაულის გრძნობა?
· გიფიქრიათ თუ არა იმაზე, ვისაც აწყენინეთ, როგორ იქნებოდა ის თქვენი წამოსვლის შემდეგ?
· თქვენი აზრით მსგავსი განცდები შეიძლება თუ არა დაგვებადოს ცხოველებისა და მცენარეების მიმართაც?
· როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა სინანულმა მოგცეს შეცდომის გამოსწორების საშუალება?
2.აქტივობა: ტექსტის წინასწარი მიმოხილვა სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით-2წთ;
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას ,,მუხა“, ვაჩვენებ ილუსტრაციას და ვეკითხები: თქვენი აზრით რაზე შეიძლება იყოს ეს ნაწარმოები?, ვინ შეიძლება იყვნენ პერსონაჟები? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და საუბრობენ შინაარსის შესაძლო ვერსიებზე.
3.აქტივობა: ლექსიკური ერთეულების წინასწარი გაცნობა-2წთ;
მოსწავლეებს მივუთითებ ,,სიტყვის კედელზე“ და ვეუბნები, რომ იქ არის ახალი სიტყვები ტექსტიდან: ჯმუხი;ყურებსიფრიფანა; ჭარმაგი; ბღუჯა; ტანდაკოჟრილი; აყაყანდნენ; რომლებიც აგრეთვე ბარათებზეა დაწერილი და მოთავსებულია წითელ კონვერტში. მოსწავლეთა წყვილებს ურიგდებათ თითო მწვანე კონვერტი, რომელშიც დევს ყველა შესასწავლი სიტყვის განმარტება. ამოვიღებ ერთ ბარათს წითელი კონვერტიდან და ხმამაღლა ვკითხულობ მასზე დაწერილ ახალ სიტყვას. მოსწავლეები საუბრობენ ამ სიტყვის შესაძლო მნიშვნელობის შესახებ და ეძებენ შესაბამის განმარტებას მწვანე კონვერტიდან ამოღებულ ბარათზე. ადგენენ წინადადებებს უცხო სიტყვების გამოყენებით.
II-ფაზა
1.აქტივობა: ტექსტის კითხვა მიმდინარეობს პაუზებით(7წთ)
I პაუზა ..... ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ;
II პაუზა ... მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო;
III პაუზა ....ისევ მოხვდა იმ ადგილებში;
ყოველი პაუზის წაკითხვის მოსწავლეებს ვაძლევ შესაძლებლობას, გამოთქვან ვარაუდი ტექსტში მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ. ამის შემდეგ იწყება ტექსტის განმეორებითი, ხმამაღალი კითხვა და თუ რომელიმე მოსწავლეს შეხვდა გაუგებარი სიტყვა, ან გამოთქმა მონიშნავენ და მოსწავლეების, ან ჩემი დახმარებით ვაზუსტებთ მათ მნიშვნელობას.
2. აქტივობა: ტექსტის უკეთ გასააზრებლად ვაჩვენებ ქვიშის ზღაპარს ,,მუხა“ https://www.youtube.com/watch?v=X81JbXOZ04A (5წუთი)
3.აქტივობა: მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ ჩუმად და ჩემი მითითებით ეძებენ ადგილებს, სადაც აღწერილია: (4წთ)
1) ყველასგან მიტოვებული მუხა;
2) მონადირეების დამოკიდებულება მუხის, ბუნების მიმართ;
3) ბუნების მოფერება;
4) მუხის ნაჭრილობევი წლების შემდეგ;
5) გოგონას საქციელი;
6) მონადირის სახეცვლილება;
III- ფაზა
1.აქტივობა: შეკითხვების ყუთი: (8წთ)
მოსწავლეებს ვაჩვენებ ,,შეკითხვების ყუთებს“, რომლებშიც ყრია სხვადასხვა დონის კითხვები ტექსტიდან. ,,გამოსაძახებელი ჩხირების“ გამოყენებით გამოვიძახებ მოსწავლეებს, ამოიღებენ შეკითხვის ფურცელს და კითხვებს ღმამაღლა პასუხობენ. (პასუხი თუ გაუჭირდათ, დაეხმარებიან სხვა მოსწავლეები)
· სად ხდება მოქმედება?
· რატომ ჩაიმუხლა გოგონა მუხასთან?
· რისი სიმბოლოა ბღუჯად ამოსული ია?
· რა გამოხატა ბოლო საქციელით მოხუცმა მონადირემ?
· რატომ მოიქცა იგი ასე?
· რატომ ეუფლება ბოლოს მოწიწების განცდა მონადირეს?
· რა გრძნობა დაგეუფლათ ნაწარმოების წაკითხვის დროს?
· იგრძნობა თუ არა ნაწარმოებში იმედი?
· რისი სიმბოლოა მუხა?
· როგორ ადამიანთან დააკავშირებდი მუხას?
· რა შეგიძლია გააკეთო მოხუცი ადამიანებისთვის?
· როგორ გამოვხატოთ პატივისცემა და ზრუნვა მოხუცი ადამიანების, დაბერებული არსებების მიმართ?
-საუბრობენ ტექსტის შესახებ წაკითხვამდე გამოთქმულ ვარაუდებზე, რა გამართლდა და რა არა;
-მოგეწონათ ტექსტი? ურჩევდით სხვას მის წაკითხვას და რატომ?
· 2.აქტივობა: მუშაობა ტექსტთან და სქემების შევსება (3წთ)
წყვილებს ვურიგებ სქემებს, ,,მოთხრობის რუკა“ ,,პერსონაჟის რუკა“. ხდება კედელზე გაკრული პოსტერის ,,კითხვის დროს დაუსვი შენს თავს შეკითხვები“ მიმოხილვა, მოსწავლეები ტექსტის გამოყენებით ავსებენ სქემებს. ხდება ნამუშევრების პრეზენტაცია.( წყვილიდან ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას, დანარჩენებს ვთხოვ ყურადღებით მოუსმინონ და განსხვავებული ან უფრო კონკრეტული პასუხის შემთხვევაში მანიშნონ შუქნიშნის მწვანე ფერით და ჩაერთონ პრეზენტაციაში)
3.აქტივობა: დაამყარე კავშირი (ვიზუალური სქემა)(2წთ)
მოსწავლეებს წარვუდგენ დაფაზე თვალსაჩინოდ გაკრულ ვიზუალურ სქემას ,,დაამყარე კავშირი“ და ვთხოვ მათ, დაამყარონ კავშირი რომელიმე მათთვის ნაცნობ ნაწარმოებთან, ნანახთან ან პირად გამოცდილებასთან. გაიხსენონ შემთხვევები, როდესაც უნანიათ ჩადენილი ქმედება და გამოუსწორებიათ.
4.აქტივობა: ტექსტის გააზრების მიზნით ინდივიდუალურად სრულდება ტესტური დავალება: (1წთ)
ამ მოთხრობის მიხედვით რაზე მიგვანიშნებს მწერალი, როდესაც ამბობს: ,,მონადირემ ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა“
ა) მონადირე გააოცა და მოხიბლა ხეზე აყვავებულმა იებმა;
ბ) მონადირეს სირცხვილისა და სინანულის განცდა დაეუფლა;
გ) აყვავებული იების სილამაზემ მონადირეს ძველი დრო გაახსენა;
|
საშინაო დავალება: (1წთ)
ტექსტი ,,მუხა“-თხრობით.
დასაწერად-,,მეც დავბერდები“
გასასვლელი ბარათები:(2წთ)
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევ პატარა ფურცლებს -,,გასასვლელ ბარათებს“ და ვთხოვ, უპასუხონ ერთ ან ორ კითხვას:
1.რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად?
2.რომელი იყო მათთვის შედარებით რთულად შესასრულებელი აქტივობა?
3.რას შეცვლიდნენ და რითი?
| |
შეფასება
|
შეფასება (2წთ)
გაკვეთილის მსვლელობის დროს ვაკვირდები მოსწავლეთა მუშაობას, საკუთარ რვეულში ვაკეთებ სპეციალურ ჩანაწერებს. ასევე ვახდენ კომენტარებით მოსწავლეთა შეფასებას და ურთიერთშეფასებას. მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს სიტყვიერი კომენტარებით. ვაკეთებ უკუკავშირს.
·
|
შეფასების რუბრიკა
მოსწავლეს შეუძლია
|
ძალიან
კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
ტექსტის კითხვა
|
კითხულობს ხმამაღლა, გამართულად და
თავისუფლად ნაცნობ და უცნობ ტექსტებს. იცავს პაუზებს სასვენ ნიშნებთან.
|
კითხულობს ხმამაღლა და ხარვეზებით.
ცდილობს წაიკითხოს თავისუფლად მცირე ზომის ტექსტები.
|
კითხულობს თავდაუჯერებლად.უჭირს
სიტყვების გამართულად ამოკითხვა და სასვენ ნიშნებზე შესაბამისი რეაგირება.
|
ვარაუდების გამოთქმა
|
თავისუფლად გამოთქვამს ვარაუდებს
სათაურსა და ტექსტის გაგრძელებაზე. მსჯელობს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
|
გამოთქვამს ვარაუდებს სათაურსა და
ტექსტის შინაარსზე ილუსტრაციებზე დაყრდნობით.
|
აღწერს კონკრეტულ ილუსტრაციაზე
მოცემულ მოქმედებას, თუმცა უჭირს ვარაუდების გამოთქმა და მსჯელობა.
|
საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება
|
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი,
დამაჯერებელი, არგუმენტირებული
|
გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ
აკლია დამაჯერებლობა
|
უჭირს საკუთარი აზრის დაფიქსირება
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
მაქსიმალურადაა ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. პასუხობს კითხვებს, მოჰყავს სათანადო არგუმენტები
|
ჩაბმულია თითქმის ყველა აქტივობაში,
ცდილობს კითხვებზე პასუხის გაცემას.
|
არ არის ჩართული საგაკვეთილო
პროცესში
|
პარალელების გავლება და კავშირების დამყარება
|
თავისუფლად ავლებს პარალელებს
მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის. უკავშირებს მას
მოსმენილსა და წაკითხულ, ნასწავლ ნაწარმოებებს, მსჯელობს მათ შორის
მსგავსება-განსხვავებაზე.
|
მოსმენილ ტექსტს უკავშირებს უკვე
ნასწავლ და მისთვის ნაცნობ ნაწარმოებებს.
|
მასწავლებლის მინიშნებითა და
დახმარებით იხსენებს განვლილ მასალას და ცდილობს დააკავშიროს ახალ, მოსმენილ
ტექსტთან.
|
წყვილებში
მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ძალიან
კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
წყვილის მიერ სამუშაოს მიზნის
გააზრება
|
წყვილმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
წყვილმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
წყვილმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
წყვილმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ვიზუალური სქემების შევსება
|
იაზრებენ და უშეცდომოდ ავსებენ ვიზუალურ სქემებს.
|
ცდილობენ გაიაზრონ და ავსებენ, თუმცა ხარვეზებით.
|
უჭირთ ვიზუალური სქემების გააზრება-შევსება
|
ვერ იაზრებენ და ვერ ავსებენ ვიზუალურ სქემებს
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა.
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს.
|
თანამშრომლობა
|
წყვილები არიან აქტიურები და სამუშაო ნაყოფიერი. მათ შორის იყო
პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
|
წყვილები თითქმის იყვნენ აქტიურები და სამუშაო ნაყოფიერი. მათ
შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო.
|
მხოლოდ ერთი წევრი აქტიურობდა. მათ შორის ზოგჯერ ურთიერთობები
იძაბებოდა.
|
წყვილები არ აქტიურობდნენ. მათ შორის არ შეინიშნებოდა
თანამშრომლობითი გარემო.
|
No comments:
Post a Comment